ევროპა

ფრანსუა ოლანდი ანგელა მერკელს შეხვდა

საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, რომლის ინაუგურაციაც გუშინ გაიმართა, ბერლინში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ევროპის პოლიტიკური ვითარება და საბერძნეთის კრიზისი იყო.

შეხვედრის შემდეგ ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ორივე ლიდერის სურვილია, საბერძნეთი დარჩეს ევროპის ზონაში. ფრანსუა ოლანდმა კი, იმედი გამოთქვა, რომ მომავალ არჩევნებში ბერძნები ევროზონას დაუჭერენ მხარს.

საფრანგეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საბერძნეთმა თავისი მოვალეობები უნდა შეასრულოს, მისი თქმით ის მომხრეა ზომების, რომლებიც საბერძნეთს კვლავ ზრდისკენ წაიყვანს.

ფრანსუა ოლანდის თქმით, მას და გერმანიის კანცლერს სურვილი აქვთ საფრანგეთმა და გერმანიამ ევროპის კეთილდღეობისთვის ითანამშრომლონ. ბერლინის ვიზიტი ფრანსუა ოლანდის, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური შეხვედრაა. 

კომენტარები