ევრო 2012

ინგლისის ნაკრები

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა ის 23 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატისთვის ნაკრებში მიიწვია.

ინგლისელები D ჯგუფში იასპარეზებენ: 11 ივნისს დონეცკში საფრანგეთს დაუპირისპირდებიან, 15 ივნისს კიევში შვედეთს გაეჯიბრებიან, 19 ივნისს კი დონეცკში ტურნირის თანამასპინძელ უკრაინას შეხვდებიან.

მეკარეები: ჯო ჰარტი (მანჩესტერ სიტი), რობერტ გრინი (ლონდონის ვესტ ჰემ იუნაიტედი), ჯონ რადი (ნორვიჩი სიტი)

მცველები: ლეიტონ ბეინსი (ლივერპულის ევერტონი), გარი კეჰილი, ეშლი კოული, ჯონ ტერი (ყველა ლონდონის ჩელსი), გლენ ჯონსონი (ლივერპული), ფილ ჯონსი (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯოლეონ ლესკოტი (მანჩესტერ სიტი)

ნახევარმცველები: გარეთ ბერი (მანჩესტერ სიტი), სტიუარტ დაუნინგი, სტივენ ჯერარდი (ლივერპული), ფრენკ ლამპარდი (ლონდონის ჩელსი), ჯეიმს მილნერი (მანჩესტერ სიტი), ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, თეო უოლკოტი (ლონდონის არსენალი), სკოტ პარკერი (ლონდონის ტოტენჰემ ჰოთსფური), ეშლი იანგი (მანჩესტერ იუნაიტედი)

თავდამსხმელები: ენდი კეროლი (ლივერპული), ჯერმეინ დეფო (ლონდონის ტოტენჰემ ჰოთსფური), უეინ რუნი, დენი უელბეკი (მანჩესტერ იუნაიტედი)

კომენტარები