ლიბერია

ჩარლზ ტეილორის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი გაიმართა

ჰააგაში გამართულ სასამართლო პროცესზე ლიბერიის ყოფილმა პრეზიდენტმა ჩარლზ ტეილორმა პროკურორები მოწმეების მოსყიდვაში დაადანაშაულა.

საერთაშორისო ტრიბუნალზე ლიბერიის ყოფილი პირველი პირის საქმე განიხილება. სასამართლომ ტეილორი აპრილში სხვადასხვა სამხედრო დანაშაულში დამნაშავედ ცნო. მას ბრალად ედება სიერა-ლეონეში 1990 - წლებში სამოქალაქო ომის ხელშეწყობა. სასამართლოს მიერ გამოტანილ ვერდიქტში მითითებულია, რომ ტეილორი კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში მონაწილეობდა.

ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტი ჩადენილ დანაშაულებს არ აღიარებს. მისი დაცვის მხარის განცხადებით, სასჯელი, რომელსაც პროკურორები ითხოვენ - 80 წლით თავისუფლების აღკვეთა, ”დაუსაბუთებელია”.

ჩარლზ ტეილორს განაჩენს სავარაუდოდ 30 მაისს გამოუტანენ.

 

კომენტარები