Life

Guide 30 აპრილი- 6 მაისი

D კინო თანდათან მოსაწყენი რეალობა ხდება. სულ სხვაა სამგანზომილებიანი შპალერი, რომელმაც ჯერ კომპიუტერის ეკრანებზე დაიმკვიდრა ადგილი, შემდეგ კი სახლის კედლებზეც გადაინაცვლა. ის ძალიან რეალისტურ და ცოტა ფუტურისტულ გარემოს ქმნის – ჩვეულებრივ ოთახს იოლად გადააქცევს საჰარის უდაბნოდ ან ღამის პარიზად. არჩევანი იმდენად დიდია, რომ ზოგიერთი მწარმოებელი უკვე ეკოლოგიურ 3D შპალერსაც კი გვთავაზობს.

რთულია ისეთი მრავალფუნქციური ნივთის პოვნა, როგორიცაა iPhone-ისთვის განკუთვნილი BookBook-ი – საფულე, მობილური ტელეფონის ჩასადები და სავიზიტო ბარათების სატარებელი აქსესუარი ძველი წიგნის გარეგნობით. ეს კომფორტულია, რადგან სახლში ვერ დაგრჩება საფულე, თუ მობილური თან გაქვს და პირიქით. BookBook-ში ტელეფონი დაცულია დაზიანებისგან, საფულე კი ქურდების ყურადღებისგან, თუმცა არც ანტიკვარული წიგნი გამოიყურება ნაკლებად მიმზიდველად... 

როგორც წესი, მზისგან კანის დაცვაზე ფიქრს ზაფხულის წინ ვიწყებთ ხოლმე. არადა, მარტიდან ულტრაიისფერი გამოსხივება მნიშვნელოვნად იზრდება, ამიტომ კანის კიბოს, ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების გაჩენის პრევენციისთვის SPF-ის გამოყენება აუცილებელია. Clarins-ის UV Plus SPF 40, მინერალური ფილტრების დახმარებით, სახის კანს არა მხოლოდ მავნე გამოსხივების, არამედ თავისუფალი რადიკალების მოქმედებისგანაც დაიცავს.

 

კომენტარები