ეს­ტო­ნე­თი

ბალტიური გზა ინტერნეტისაკენ

ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ეფექ­ტუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბით ეს­ტო­ნეთ­მა ბო­ლო წლებ­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ა. დღეს, ამ პა­ტა­რა ქვეყ­ნის კი­ბერ­გა­მოც­დი­ლე­ბას, ევ­რო­პის და­ნარ­ჩე­ნი სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბი იზი­ა­რე­ბენ, თუმ­ცა წინ­ს­ვ­ლას მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვე­ბიც ახ­ლავს თან. კერ­ძოდ, კომ­პი­უ­ტე­რი­ზა­ცი­ამ და ინ­ტერ­ნეტ­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის მზარ­დ­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ, ქვე­ყა­ნა კი­ბერ­შე­ტე­ვე­ბი­სად­მი მყი­ფე გა­ხა­და.

პოს­ტ­საბ­ჭო­თა სივ­რ­ცე­ში ეს­ტო­ნე­თი ტექ­ნი­კუ­რად ყვე­ლა­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლად მი­იჩ­ნე­ო­და. საქ­მე ისა­ა, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ­მა ელი­ტამ აქ­ცენ­ტი ინო­ვა­ცი­ე­ბის და­ნერ­გ­ვა­ზე, გა­ნათ­ლე­ბის ეფექ­ტურ გა­მო­ყე­ნე­ბა­სა და ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ათ­ვი­სე­ბა­ზე გა­ა­კე­თა. ამ პო­ლი­ტი­კას წი­ნა­პი­რო­ბაც ჰქონ­და – სტრა­ტე­გი­უ­ლი რე­სურ­სე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში, 1.4-მილიონიანი ქვე­ყა­ნა მე­ზობ­ლებს სა­თა­ნა­დო კონ­კუ­რენ­ცი­ას ვერ გა­უ­წევ­და.

„[დამოუკიდებლობის მო­პო­ვე­ბი­დან] ჩვიდ­მე­ტი წლის შემ­დეგ, ინ­ტერ­ნეტ­მა უფ­რო მე­ტი გა­ა­კე­თა ქვეყ­ნის­თ­ვის, ვიდ­რე მხო­ლოდ დახ­მა­რე­ბა­ა. ის მჭიდ­როდ და­უ­კავ­შირ­და ეს­ტო­ნურ იდენ­ტო­ბას” – ნათ­ქ­ვა­მია გა­სულ კვი­რას The Guardian-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში. ეს­ტო­ნე­ლე­ბის­თ­ვის ინ­ტერ­ნე­ტი მხო­ლოდ მომ­სა­ხუ­რე­ბა არაა – ის დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის სიმ­ბო­ლოდ იქ­ცა. მას შემ­დეგ, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ციფ­რუ­ლი და კი­ბერ­სერ­ვი­სე­ბის ათ­ვი­სე­ბა და­იწყო, ამ პრო­ცეს­ში მო­სახ­ლე­ო­ბაც აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო. აშ­კა­რა­ა, რომ ამ გზით გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ­თა ქმე­დე­ბე­ბი და ზო­გა­დად პო­ლი­ტი­კუ­რი და­გეგ­მ­ვაც უფ­რო გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე გახ­და. გარ­და ამი­სა, გა­ი­ზარ­და მათ შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და აზ­რ­თა გაც­ვ­ლის ხა­რის­ხიც.

დღეს ეს­ტო­ნე­თის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი სწო­რედ ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, თა­ვი­სუ­ფა­ლი ინ­ტერ­ნეტ­სივ­რ­ცე და ონ­ლა­ინ­მომ­სა­ხუ­რე­ბა­ა; ქვეყ­ნის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უფა­სო Wi-Fi-ია ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი; სკო­ლე­ბის 97% კომ­პი­უ­ტე­რი­ზე­ბუ­ლი­ა; სა­ხელ­მ­წი­ფო მომ­სა­ხუ­რე­ბის 42 სა­ხე­ო­ბა ონ­ლა­ინ იმარ­თე­ბა; შარ­შან სა­გა­და­სა­ხა­დო დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბის 94% მო­სახ­ლე­ო­ბამ ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­ავ­სო; ეს­ტო­ნე­ლე­ბი არ­ჩევ­ნებ­ში სა­სურ­ველ კან­დი­დატს პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რე­ბი­დან აძ­ლე­ვენ ხმას, იური­დი­ულ დო­კუ­მენ­ტებ­ზე კი სმარ­ტ­ფო­ნე­ბი­დან აწე­რენ ხელს.

ბო­ლო პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ზე სა­კა­მა­თო ID (საიდენტიფიკაციო) ბა­რა­თე­ბის და­ნერ­გ­ვა გახ­და. 10 ეს­ტო­ნე­ლი­დან 9 უკ­ვე ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ID ბა­რა­თის მფლო­ბე­ლია და მი­სი დახ­მა­რე­ბით ეს­ტო­ნე­ლებს ავ­ტო­ბუ­სის ბი­ლე­თის ყიდ­ვაც კი შე­უძ­ლი­ათ. ასე­ვე, ამ ბა­რა­თით ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია ყვე­ლა სა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ა, რაც სა­ხელ­მ­წი­ფოს აქვს მი­სი მფლო­ბე­ლის შე­სა­ხებ.

ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი დე­ტა­ლი ბა­რა­თე­ბის მი­მართ სკეპ­ტი­კუ­რად გან­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მხრი­დან ყვე­ლა­ზე დიდ საფ­რ­თხედ აღიქ­მე­ბა. ისი­ნი ში­შო­ბენ, რომ ეს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე სა­ხელ­მ­წი­ფოს კონ­ტ­რო­ლის დო­ნეს გაზ­რ­დის. თუმ­ცა ისიც აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ ბა­რა­თის მფლო­ბელს ყო­ველ­თ­ვის აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­ი­გოს ვინ და­ინ­ტე­რეს­და მი­სი პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბით. სწო­რედ ამ ფუნ­ქ­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით დად­გინ­და, რომ ერ­თ­-ერ­თი ეს­ტო­ნე­ლი კან­დი­და­ტი მი­სი პო­ტენ­ცი­უ­რი ამომ­რ­ჩევ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბას შე­ე­ცა­და.

გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი სა­ფი­ნან­სო გა­და­რიცხ­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბამ და ლი­ბე­რა­ლურ­მა ეკო­ნო­მი­კურ­მა პო­ლი­ტი­კამ ინ­ვეს­ტო­რე­ბის მო­ზიდ­ვა გა­ნა­პი­რო­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რობ­დ­ნენ შვე­დი და ფი­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, რა­მაც ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ ზრდა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და­დე­ბი­თად იმოქ­მე­და.

მიღ­წე­ვებ­თან ერ­თად, ამ­გ­ვარ­მა სტრა­ტე­გი­ამ გა­მო­იწ­ვია ინ­ტერ­ნეტ­ზე რო­გორც მო­სახ­ლე­ო­ბის, ისე სა­ხელ­მ­წი­ფო მომ­სა­ხუ­რე­ბის მა­ღა­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. თუ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის პე­რი­ოდ­ში მე­ზო­ბე­ლი რუ­სე­თი­დან უფ­რო ეკო­ნო­მი­კურ ან, უკი­დუ­რეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, სამ­ხედ­რო შე­ტე­ვას აღიქ­ვამ­დ­ნენ ერ­თ­-ერთ უმ­თავ­რეს საფ­რ­თხედ, დღეს კი­ბე­რუ­საფ­რ­თხო­ე­ბაა მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა. მოს­კო­ვის უარ­ყო­ფის მი­უ­ხე­და­ვად, მიიჩნევა, რომ 2007 წელს ეს­ტო­ნე­თის სამ­თავ­რო­ბო ვებ­გ­ვერ­დებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხ­მე­ბი სწო­რედ რუ­სე­თი­დან მომ­დი­ნა­რე­ობ­და. ეს კი იმის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი­ა, რომ ინ­ტერ­ნეტ­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბას, მრა­ვალ სი­კე­თეს­თან ერ­თად, საფ­რ­თხეც უხ­ვად ახ­ლავს.

სწო­რედ ამ ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბის აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლად შე­იქ­მ­ნა კი­ბერ­თავ­დაც­ვის ლი­გა, NATO-მ კი ეს­ტო­ნეთ­ში სამ­ხედ­რო ბლო­კის კი­ბე­რუ­საფ­რ­თხო­ე­ბის კვლე­ვი­თი ცენ­ტ­რი და­ა­ფუძ­ნა. რო­გორც ჩანს, ქვე­ყა­ნამ გა­მოწ­ვე­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კომ­პი­უ­ტე­რი­ზა­ცი­ის დახ­ვე­წა­ზე გა­ა­კე­თა აქ­ცენ­ტი. თა­ნაც, მან და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში უკ­ვე და­იმ­კ­ვიდ­რა თა­ვი ინ­ტერ­ნე­ტექ­ს­პერ­ტი­ზის მა­ღა­ლი დო­ნით. ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ერ ზე­მოთ ნახ­სე­ნე­ბი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა სწო­რედ ამა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს – აღ­ნიშ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი NATO-ს წევ­რი ქვეყ­ნე­ბის საკ­ვან­ძო სა­დაზ­ვერ­ვო და სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის მფლო­ბე­ლი­ა.

კომენტარები