Life

guide 23-29 აპრილი

0 კომენტარი

დოლჩე და გაბანას ახალი სუნამო მამაკაცებისთვის – The One Sport, შეიძლებოდა 2008 წლის The One for Men-ის ღირსეული გაგრძელება ყოფილიყო. სტეფანო გაბანას თქმით, ახალი პარფიუმი შეიქმნა სპორტული ცხოვრების მოყვარული კაცებისთვის, რომლებმაც იციან, რომ „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია”. აი, ფლაკონში კი ისეთი არაფერია, რაც თავს დაგვამახსოვრებდა – წყლის, ილისა და მუშკის დომინანტური ნოტებით, სპორტული ვერსია არაფრით გამორჩეულ, ორიგინალურობას მოკლებულ არომატს ქმნის.

კომპანია SONY-მ walkman-ის ახალი, Z სერია გამოუშვა, რომელიც პირველად მუშაობს ანდროიდის სისტემაზე. ამ უკანასკნელის მოხერხებულობასა და მიმზიდელ დიზაინთან ერთად, მუსიკალურ პლეერს სხვა ძლიერი მხარეებიც აქვს. მთავარი ალბათ ისაა, რომ სახლის კინოთეატრებისთვის შექმნილი ციფრული გამაძლიერებელი SONY S-Master MX აუმჯობესებს საერთო სტერეო ხმოვანებას, რაც საყვარელი კომპოზიციების მოსმენას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.

თქვენ შეიძლება არ მოგწონდეთ კარავაჯოს ფერწერა – ზედმეტად პირქუში გეჩვენებოდეთ, სკარლატის მუსიკა – ზედმეტად პოეტური, ზოგადად ბაროკოს ეპოქა კი მეტისმეტად ექსცენტრიკული და დეკორატიული. თუმცა დიზაინერებისთვის, ეს უკანასკნელი, შთაგონების წყაროდ იქცა – შესაბამისი პრინტის, ორნამენტებისა და ფორმების გამოყენებით, ახალ კოლექციებში ბაროკოს განწყობის მატარებელი სამოსი გაჩნდა. საუკეთესო იდეების ვიზუალიზაციას ვხედავთ: Stella McCartney-ს, Thakoon-ის, Aquilano & Rimondi-ის საგაზაფხულო კოლექციებში. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები