დავით გარეჯი

ვაშაძე აზერბაიჯანელ კოლეგას დავით გარეჯის საკითხზე ესაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესა და მის აზერბაიჯანელ კოლეგა ელმარ მამედიაროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

მინისტრების საუბარი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტრის საკითხს შეეხო. გრიგოლ ვაშაძე და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი შეთანხმდნენ, რომ პრობლემა უახლოეს მომავალში აღმოიფხვრება და ნატო-ს ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში შეხვედრისას, საკითხი დამატებით განიხილება.

სასულიერო პირების გავრცელებული ინფორმაციით, მონასტერთან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან, რომლებიც მომლოცველებს ტაძარში არ უშვებენ. საქართველოსა და აზერბაიჯანისმთავრობებს შორის არსებული სამთავრობო კომისია საზღვრის საკითხის დადგენაზე მუშაობს და ორი ქვეყნის სასაზღვრო სამსახურების წარმომადგენლები მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარდა გრიგოლ ვაშაძემ და ელმარ მამედიაროვმა ორმხრივი ურთიერთობების სხვა აქტუალურ საკითხებზეც ისაუბრეს.

 

კომენტარები