თბილისის ტრანსპორტი

ჭავჭავაძის გამზირზე სამარშუტო ტაქსების მოძრაობა აღდგა

0 კომენტარი

დღეს ჭავჭავაძის გამზირზე სამარშუტო ტაქსების მოძრაობა აღდგა. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანია თბილისის მიკროავტობუსმა მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე მიიღო.

ამ დროისთვის სამარშუტო ხაზმა #202, რომელსაც მგზავრები გლდანიდან ვაკის გავლით, ბაგების მიმართულებით გადაჰყავს, მოძრაობა უკვე დაიწყო.

ტრანსპორტის ქაოტური გადაადგილების თავიდან აცილების მიზნით, ცენტრალურ გამზირებზე მოძრავი სამარშუტო ტაქსები მხოლოდ ავტობუსის გაჩერებებზე გაჩერდებიან.

ტრამვაის ხაზის ამუშავების შემდეგ, თბილისის მერია სამარშუტო ტაქსების მიმართულებებსა და განრიგს თავიდან გადახედავს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები