რუსეთი

სასამართლომ ხოდორკოვსკის სარჩელი არ დააკმაყოფილა

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ კომპანია ЮКОС-ის ყოფილი ხელმძღვანელის, მიხაილ ხოდორკოვსკის და ბიზნესმენ პლატონ ლებედევის საქმესთან დაკავშირებით შესული სარჩელი არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პატიმრობაში მყოფი პირების დაცვის მხარის მიერ თებერვალში შეტანილ სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ”საქალაქო სასამართლომ არასამართლიანი უწყების მითითებით უდანაშაულო ადამიანებს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.”

2010 წლის დეკემბერში ხოდორკოვსკი და ლებედევი მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ЮКОС-ის მიერ 1998-2003 წლებში მოპოვებული ნავთობის სრულად მიტაცებაში დამნაშავედ სცნო და 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ხოდორკოვსკის და ლებედევს სასჯელი ერთი წლით - 14-დან 13 წლამდე შეუმცირდათ, თუმცა მათ მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დარჩა.

 

კომენტარები