ადამიანის უფლებები

ყველა განსხვავებული - ყველა თანასწორი

გუშინ, 17 მაისს, რელიგიურმა ექსტრემისტებმა თბილისის ცენტრში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ გამართული მანიფესტაცია ჩაშალეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და იძალადეს მის მონაწილეებზე. 

”ტაბულა” მომხდარს გმობს. 

მიგვაჩნია, რომ თითოეულ მოქალაქეს, რასის, სქესის, სოციალური წარმომავლობის, სექსუალური ორიენტაციის და აღმსარებლობის მიუხედავად, საკუთარი, თუნდაც ბევრისთვის მიუღებელი აზრის უსაფრთხოდ გამოხატვის საშუალება უნდა ჰქონდეს.

მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო მოვალე იყო გაეკეთებინა ყველაფერი, მანიფესტაციის მონაწილეების ძალადობისგან დასაცავად.

ეს ასე არ მოხდა. 

კანონის წინაშე ყველა განსხვავებული თანასწორია!

კომენტარები