გაერთიანებული სამეფო

ბრილიანტის იუბილე: სამეფო ოჯახის წევრები დედოფალთან სადილზე

გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა, ელიზაბედ მეორემ ბრილიანტის იუბილესთან დაკავშირებით სადილზე 26 ქვეყნის სამეფო ოჯახის წევრები დაპატიჟა. დედოფალი უკვე 60 წელია უდგას სათავეში გაერთიანებულ სამეფოს.

განსაკუთრებული კრიტიკა გამოიწვია ბაჰრეინისა და სვაზილენდის მეფეების მოწვევამ გამოიწვია. ბაჰრეინის მეფე ჰამადმა ქვეყანაში მიმდინარე გამოსვლებისას დემონსტრანტები სასტიკად დაარბია, სვაზილენდის მეფე კი ხელგაშლილ ცხოვრებას ეწევა მაშინ როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილობს.

დედოფლის იუბილეზე არ მივიდა ესპანეთის დედოფალი სოფია. ესპანეთის მთავრობამ ჩათვალა რომ დედოფლის ვიზიტი ”შეუფერებელი” იქნებოდა ესპანეთსა და ბრიტანეთს შორის გიბრალტარში თევზაობის საკითხზე გაჩენილი დავის ფონზე. უთანხმოება გასულ კვირას ესპანელ მეთევზეებსა და გიბლარტარი მთავრობას შორის მოლაპარაკებების შეწყვეტის შემდეგ შეიქმნა. 1981 წელს, როცა პრინცესა დიანა და პრინცი ჩარლზი ტაფლობისთვეზე გიბრალტარში წავიდნენ, ესპანეთის სამეფო ოჯახმა ქორწილის მოსაწვევებზე თქვა უარი.

კომენტარები