დავით გარეჯი

აზერბაიჯანი: აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სადავო საკითხები არ არსებობს

0 კომენტარი

აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სადავო საკითხები არ არსებობს, განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ელმან აბდულაევმა. მისი თქმით, გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ფარგლებში გადაწყდება და ის წმინდად ნორმატიულ-იუირიდიული საკითხია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგანეტო Trend-ი ავრცელებს. 

აბდულაევმა ასევე დაადასტურა გუშინ გავრცელებული ინფორმაცია, რომ სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩიკაგოს სამიტზე შეხვედრისას გარეჯის თემაზეც ისაუბრებდნენ. გუშინ ვაშაძემ და მამედიაროვმა ტელეფონის საშუალებით ისაუბრეს, რის შემდეგაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯენელი მესაზღვრეები კვლავ უშვებნენ ტურისტებსა და მომლოცვლებს უდაბნოს მონასტერში. თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები