სოციალური ქსელი

მარკ ზაკერბერგი დაქორწინდა

მსოფლიოს ყველაზე მსხვილი სოციალური ქსელის, Facebook-ის დამაარსებელი მარკ ზაკერბერგი დაქორწინდა. ზაკერბერგის ცოლი, მისი დიდი ხნის მეგობარი გოგო, 27 წლის პრისცილა ჩანი გახდა. მათ ერთმანეთი 2004 წელს, ჰარვარდში გაიცნეს.

საქორწინო ცერემონიზე, რომელიც კალიფორნიაში, სილიკონის ველზე, ზაკერბერგის სახლში გაიმართა, სტუმრები პრისცილას დიპლომისთვის მიძღვნილ წვეულებაზე დაპატიჟეს, მისულებმა კი აღმოაჩინეს, რომ სინამდვილეში მასპინძლები ქორწინდებიან.

ქორწილის დედოფალმა რამდენიმე დღით ადრე დაამთავრა კალიფორნიის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ახლადდაქორწინებულებს მძიმე კვირა ქონდათ. ორშაბათს ზაკერბერგს 28 წელი შეუსრულდა, სამშაბათს პრისცილამ ექიმის დიპლომი მიიღო, ხოლო პარასკევს, უოლ-სტრიტზე Facebook-ის აქციების დებიუტი შედგა. ქორწინების შემდეგ მარკმა საკუთარი სოციალური ქსელის პირად გვერდზე სტატუსი განაახლა.

 

კომენტარები