დავით გარეჯი

გიგა ბოკერია: გარეჯის კომპლექსზე შეთანხმება შედგა

0 კომენტარი

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ გადაცემა „აქცენტებში“ განაცხადა, რომ ჩიკაგოს სამიტზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრისას, გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილზე შეთანხმება შედგა. „მანამ, სანამ საერთოდ კომპლექსურად გადაწყდება ეს სკითხი, ყველა ადამიანს ექნება საშუალება მოინახულოს დავით გარეჯის კომპლექსის ეს ნაწილი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე".

ბოკერიას განცხადებით, საქართველო იღებს ვალდებულებას, რომ დავით გარეჯის კომპლექსიდან ვიზიტორები აზერბაიჯანის ტერიტორიის სიღრმეში არ შევლენ. "ეს ლეგიტიმური მოლოდინია და ჩვენ ამ ვალდებულებას ვიღებთ და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, ვიმუშავებთ იმაზე, რომ საერთოდ დასრულდეს დელიმიტაციის პროცესი ჩვენს - ორ მეგობრულ სახელმწიფოს შორის. ამ მნიშვნელოვან მონაკვეთსა და სხვა მონაკვეთებზე" - განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა.

ბოკერიამ „უმწიფარი და უპასუხისმგებლო“ უწოდა უკანასკნელ დღეებში დავით გარეჯთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს. "შეიძლება, რიგ შემთხვებში, გულწრფელი არაინფორმირებულობის, ზოგ შემთხვევაში კი - საუბარი მაქვს პოლიტიკოსებზე, ინფორმირებულ ადამიანებსა და ცნობილ ადამიანებზე - ეს იყო მიზანმიმართული ზიანის მიყენების მცდელობა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის", - განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, როცა საქმე ეხება რუსეთის მტრულ სახელმწიფოს, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიების ოცი პროცენტი და ილორის ტაძარს ისტორიულ სახეს უცვლის ან სასულიერო პირებს აკავებს, მაშინ იგივე პირებისგან „არ მახოვს ხოლმე ასეთი გაბედული ყიჟინა და დემონსტრაციები. როდესაც მეგობრულ სახელმწიფოზე, აზერბაიჯანზეა საუბარი, ლამის ომის გამოცხადებისკენ მოგვიწოდბენენ ამ დღეების განმავლობაში და მოითხოვდნენ აგრესიულ პოლიტიკას".

ბოკერიამ თქვა, რომ მათი სახელი, ვინც ითხოვს მტრულ ქვეყანასთან დათმობას, ხოლო მეგობრებთან ომის დაწყებას - „საზოგადოებამ კარგად იცის“.

იგივე შინაარსის განცხადება დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შალვა შავგულიძე

კომენტარები