სერბეთი

ტიმოსლავ ნიკოლიჩი - სერბეთის ახალი პრეზიდენტი

სერბეთის პირველი პირი და პრეზიდენტობის კანდიდატი, ბორის ტადიჩი, დღეს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამარცხდა. ტადიჩმა, რომელსაც საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, მეტოქეს, პროგრესული პარტიის ლიდერ ტიმოსლავ ნიკოლიჩს გამარჯვება მიულოცა და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.

უკანასკნელი გამოკითხვების თანახმად, არჩევნებში გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი, ყოფილ პირველ პირს, დემოკრატიული პარტიის ლიდერს, ტადიჩს უწინასწარმეტყველებდნენ. ამასვე მოწმობდა 6 მაისს, სერბეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებიც, სადაც ტადიჩმა მცირე სხვაობით გაიმარჯვა. ქვეყანაში არჩევნების მეორე ტური ხმის მიცემის პროცესის გაძლიერებული კონტროლით მიმდინარეობდა, რადგან ნიკოლიჩმა პირველი ეტაპის შემდეგ მმართველ დემოკრატებს შედეგების გაყალბებაში დასდო ბრალი. საბოლოოდ ნიკოლიჩმა ყოფილ პრეზიდენტს ხმათა 2%-ით აჯობა და 49,3% მიიღო.

 

კომენტარები