გამოცდები

2012 წლის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, დღეიდან საქართველოს მასშტაბით 2012 წლის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო. პირველი საგამოცდო დღე ქართულ ენასა და ლიტერატურაში 09:00 საათზე დაიწყო.

2012 წლის გამოსაშვები გამოცდებისთვის ეროვნულ ცენტრში სპეციალური პროგრამა Gcat browser შეიქმნა.  პროგრამა ტესტირების საიმედოობასა და დაცულობას უზრუნველყოფს. გამოცდები კომპიუტერულად ე.წ. CAT-ის სისტემით ჩატარდება, ოთახებში იმუშავებს ვიდეოკამერა და ხმის ჩამწერი აპარატურა.

მეთორმეტე კლასელები სულ რვა საგანში აბარებენ გამოცდას: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის დაშვებულია გამოცდების მშობლიურ ენაზე ჩაბარება.

გამოცდების დაწყებამდე მოსწავლეებს სკოლებში სპეციალური ბარათები დაურიგდათ, სადაც მითითებულია გამოცდების სრული განრიგი.

2012 წლის გამოსაშვები გამოცდები 30 მაისს დასრულდება.

 

კომენტარები