კოსმოსი

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე პირველი კერძო ხომალდი გაუშვეს

კალიფორნიულმა კომპანიამ SpaceX საერთაშორისო კოსმოსურ სადგურის მიმართულებით სატვირთო ხომალდი გაუშვა. იმ შემთხვევაში, თუ Dragon - ის დასახელების შატლი დანიშნულების ადგილს მიაღწევს, SpaceX ISS - სთვის ტვირთის მიმწოდებელი პირველი კერძო კომპანია გახდება.

კოსმოსურ სადგურზე რაკეტის გაშვება ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ იგეგმებოდა, თუმცა ხომალდის ერთ-ერთი ძრავის გაუმართაობის გამო ფრენის განხორციელება ვერ მოხერხდა.

კომპანიის მისიას საკვებისა და სპეციალური აღჭურვილობის სადგურში გადატანა წარმოადგენს. გავრცელებული ცნობით, ხომალდს თითოეული რეისისას სადგურისათვის 500 კილოგრამის ოდენობის ტვირთის მიწოდება შეუძლია. კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ NASA SpaceX -სთან 1,6 მილიარდის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც, კომპანია 12 რეისს განახორციელებს.

BBC - ის ინფორმაციით, აშშ - ს კონგრესის რამდენიმე წევრმა ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოახერხებს კერძო კომპანია, სახელმწიფოს დაფინანსების გარეშე კოსმოსურ სადგურზე ფრენების შესრულებას.

 

კომენტარები