არჩევნები 2012

ჰესლინკსის კომისიამ სამხრეთ კავკასიის არჩევნებზე იმსჯელა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰელსინკის კომისიის სხდომა ჩატარდა, სადაც სამხრეთ კავკასიაში არჩევნების თემაზე იმსჯელეს.

დისკუსია გაიმართა თემაზე სახელწოდებით - დემოკრატიზაცია კავკასიაში: არჩევნები სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში.

სხდომის მონაწილეეებს შორის იყვნენ ექსპერტი ტომ დე ვაალი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) რეგიონალური დირექტორი სტივენ ნიქსი და უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House-ის წარმომადგენელი კრისტოფერ უოკერი.

ექსპერტმა ტომ დე ვაალმა აღნიშნა, რომ სამივე ქვეყანაში არსებობს დიდი განსხვავება დედაქალაქებსა და რეგიონებში არსებულ ვითარებებს შორის. მისი თქმით, ,,თბილისი ბევრი მახასიათებლით შეიძლება შეედაროს ცენტრალური ევროპის თავისუფალი და დემოკატიული ქვეყნის დედაქალაქს’’, ხოლო ქვეყნის პროვინციებში განსხვავებული ვითარებაა.

ჰელსინკის კომისია აშშ-ს ფედერალური მთავრობის დამოუკიდებელი სააგენტოა და მისი მოვალეობაა, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სამხედრო სფეროებში თანამშრომლობით, ხელი შეუწყოს უეთოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების განმტკიცებას. 

კომენტარები