სერბეთი

ნიკოლიჩი: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლობას იმსახურებენ

სერბეთის ახალარჩეული პრეზიდენტი ტომისლავ ნიკოლიჩი მიიჩნევს, რომ კოსოვოსა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხები განსხვავებული თემებია. შესაბამისად, კოსოვო სერბეთის შემადგენლობაში უნდა იყოს, სოხუმი და ცხინვალი კი დამოუკიდებლობას იმსახურებენ. ამის შესახებ ნიკოლიჩმა ეხო მოსკვისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმთ, კოსოვოს დაბრუნებისთვის სერბეთი მზადაა ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი თქვას. ნიკოლიჩმა ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის საკითხი სერბეთის პარლამენტმა შესაძლოა მალე განიხილოს.

ტომისლავ ნიკოლიჩმა საპრეზიდენტო აარჩევნების მეორე ტურში 20 მაისს ყოფილი პრეზიდენტი ბორის ტადიჩი დაამარცხა. იგი ნაციონალისტური პროგრესის პარტიის ლიდერია. არჩევნების შემდეგ ნიკოლიჩმა განაცხადა, რომ ქვეყნის სვლა ევროკაკავშირისკებ არ შეჩერდება.

ნიკოლიჩი სლობოდან მილოშევიჩის მთავრობაში ვიცე-პრემიერი იყო, შემდეგ ნაციონალისტური რადიკალური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გახდა, რომლის ხელმძღვანელი ვოისმავ შეშელი ჰააგის ტრიბუნალის წინაშე წარსდგა. საკუთარი პარტიის დაფუძნების შემდეგ კი რიტორიკა შეცვალა და უფრო ზომიერი ნაციონალიზმის მომხრე გახდა.

 

კომენტარები