ევროვიზია

შვედი ლორინი ევროვიზია 2012-ს გამარჯვებული გახდა

ბაქოში გამართული ევროვიზია 2012-ს გამარჯვებული შვედი შემსრულებელი ლორინი გახდა, რომელმაც კომპოზიცია Euphoria შეასრულა. ხმის მიცემის პროცესში მაროკოული წარმომავლობის შვედმა მომღერალმა 372 ქულა დააგროვა. ქულების მინიჭება შემსრულებლებისთვის როგორც მაყურებელთა SMS-ების, ასევე პროფესიული ჟიურის შეფასებებით ხდებოდა.

მეორე ადგილზე რუსული ფოლკ-ჯგუფი Бурановские бабушки გავიდა, სიმღერით Party for Everybody. მესამეზე - სერბი ჟელკო იოკსიმოვიჩი სიმღერით Није Љубав Ствар.

შეგახსენებთ, ქართველმა შემსრულებელმა ანრი ჯოხაძემ ევროვიზია 2012-ს ფინალში გასვლა ვერ შეძლო.

 

კომენტარები