საქართველო-აზერბაიჯანი

ნინო კალანდაძე: საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის 66% დელიმიტირებულია

დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის 66% დელიმიტირებულია.

,,საზღვრის 66% ნამდვილად არის დელიმიტირებული. დანარჩენზე მიმდინარეობს აქტიური დისკუსია. როგორც ცნობილია, საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო მეთაურებს შორის შედგა სატელეფონო საუბარი, ასევე დამატებითი კონსულტაციები გაიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის.’’-განაცხადა ნინო კალანდაძემ.

რაც შეეხება დავით გარეჯის საკითხს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე რაიმე სახის კონკრეტიკაზე საუბარი ნაადრევია.

ნინო კალანდაძემ იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება საზღვრის დამდგენი კომისიის სხდომა  და დამატებით საკითხებზე მსჯელობა განახლდება. 

კომენტარები