განათლების სამინისტრო

მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი. სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გადაწყვეტილება დღეს, "რეფორმების განხორციელების პროცესში პრინციპული შეუთავსებლობის გამო მიიღო".

”სამწუხაროდ, რეფორმების განხორციელების პროცესში შეიქმნა პრინციპული შეუთავსებლობა განათლების სამინისტროს პოლიტიკასა და მაია მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის". - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მაია მიმინოშვილის თქმით, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ თავად განათლების მინისტრისგან დიმიტრი შაშკინისგან რამდენიმე წუთის წინ შეიტყო. ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა ”ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა.

”გამოცდების პერიოდია და ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო მინისტრისგან ეს გადაწყვეტილება". - აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, გამოცდების ეროვნული ცენტრი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს და უზრუნველყოფს საატესტატო გამოცდების შეუფერხებლად მიმდინარეობასა და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას.

 

კომენტარები