განათლების სამინისტრო

გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები თანამდებობებს ტოვებენ

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლების მიერ თანამდებობების ერთობლივად დატოვების შესახებ.

ტაბულა გაესაუბრა გამოცდების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს მაია გაბუნიას, რომელმაც დაადასტურა, რომ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა.

,,მე ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ვარ იმათგან, ვინც უკვე დაწერა განცხადება წასვლის შესახებ. თანამშრომლები წერენ განცხადებას თავისი სურვილით, ასეთ შემთხვევაში ეს ყველას პიროვნული პოზიციაა. ჩვენ ვართ მაია მიმინოშვილის თანამოაზრეები, ბუნებრივია რადგან გათავისუფლების მიზეზად დასახელდა მისი პიროვნული პოზიციები, ჩვენთვისაც დადგა ეს საკითხი, რადგან ყველა გადაწყვეტილებას ვიღებდით ერთობლივად და ეს არ ყოფილა მხოლოდ მისი პიროვნული გადაწყვეტილებები. მე ვარ მათ შორის ვინც ეს განცხადება დაწერა.’’-განაცხადა ტაბულასთან საუბარში მაია გაბუნიამ.

 

კომენტარები