განათლების სამინისტრო

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობას კოკა სეფერთელაძე შეასრულებს

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობას განათლების მინისტრის მოადგილე კოკა სეფერთელაძე შეასრულებს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის კონსულტანტმა, თამაზ ჯოლოგუამ აცნობა, რომელმაც განთლების მინისტრისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლების შეხვედრა შეაჯამა და აღნიშნულ დეტალებზე ისაუბრა. 

თამაზ ჯოლოგუას ცნობით გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებით შემსრულებლობაზე, უარი თქვა ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, რის შემდეგაც აღნიშნულ პოზიციაზე კოკა სეფერთელაძე დაინიშნა. მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, დიმიტრი შაშკინმა აღნიშნა, რომ ,,განათლების ეროვნულ ცენტრში სისტემა ინსტიტუციებზე უნდა იყოს დამყარებული და არა პიროვნებაზე’’.

გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები საგანგებო პრესკონფერენციის გამართვას დღეს 12:00 საათზე აპირებენ, სადაც თავიანთ პოზიციას ოფიციალურად გამოხატავენ.

განცხადება მაია მიმინოშვილის გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, განათლების სამინისტრომ გუშინ გაავრცელა, სადაც გადაწყვეტილების მიღების მიზეზად ,,პრინციპული პოზიციების შეუთავსებლობა’’ დასახელდა.

 

 

კომენტარები