გამოცდების ეროვნული ცენტრი

გამოცდების ეროვნული ცენტრი 60-მა თანამშრომელმა დატოვა

გამოცდების ეროვნული ცენტრი ამ დროისთვის 60-მა თანამშრომელმა დატოვა. ამის შესახებ ოფიცალური განცხადება გამოცდების ეროვნული ცენტრის უკვე ყოფილმა თანამშრომლებმა დღეს გაავრცელეს.

თანამდებობების დატოვების გადაწყვეტილება გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა გუშინ, განათლების მინისტრთან, დიმიტრი შაშკინთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

,,ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გამოცდებს არაფერი დაემუქროს. კარგად გვაქვს გაანალიზებული პასუხისმგებლობა, რადგან სისტემა, რომელიც არსებობს, 24-საათიანი დაუღალავი შრომით სწორედ ჩვენ შევქმენით.’’-განაცხადა გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევითი დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა ია კუტალაძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად თანამდებობების დატოვებისა, კანონის თანახმად მათ მუშაობის გაგრძელება ერთი თვის განმავლობაში მოუწევთ, რა ვადაშიც ახალი კადრებს მონაცემთა ბაზებისა და შეფასების კრიტერიუმებს გადააბარებენ, ხოლო ის, თუ რამდენად წარმატებულად ჩატარდება გამოცდები, ახალი კადრების ,,პროფესიონალიზმსა და მენეჯმენტის პასუხისმგებლობაზე იქნება დამოკიდებული’’.

გამოცდების ეროვნულ ცენტრს დღემდე ორასამდე თანამშრომელი ჰყავდა.

კომენტარები