მაია მიმინოშვილი

მაია მიმინოშვილი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

0 კომენტარი

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი, კოალიცია ქართული ოცნების ლიდერს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.

მაია მიმინოშვილის ცნობით, ქართული ოცნების ლიდერი მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზებით დაინტერესდა და მასთან შეხვედრის სურვილი ამ მოტივით გამოთქვა.

კოალიცია ქართულ ოცნებაში ან ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანებას მაია მიმინოშვილი გამორიცხავს და აცხადებს, რომ მისთვის მთავარი ერთიანი ეროვნული გამოცდების კარგად დასრულებაა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლეს. განათლების სამინისტრომ გადაწყვეტილების მიღების ოფიციალურ მიზეზად ,,პრინციპული პოზიციების შეუთავსებლობა’’ დაასახელა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები