ბირმა

ბირმელი დისიდენტის პირველი მოგზაურობა პატიმრობის შემდეგ

ბირმის დემოკრატიის სიმბოლომ აუნ სან სუ ჩჟიმ უკანასკნელი 24 წლის განმავლობაში ქვეყნის საზღვრები პირველად დატოვა და ტაილანდში გაემგზავრა, რაც მისი ხანგრძლივი იზოლაციის დასასრულის და საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩენის მანიშნებელია.

ყოფილმა პოლიტპატიმარმა, რომელმაც შინაპატიმრობაში 15 წელი გაატარა, წელს აპრილის არჩევნების შედეგად პარლამენტში ადგილები მოიპოვა. ტაილანდში ის რამდენიმე დღეს დაჰყოფს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს შეხვდება და მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება. ასევე დაგეგმილია ბირმელ მოსახლეობასთან შეხვედრებიც.

იანგონის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას სუ ჩჟიმ განაცხადა, რომ არაფერ განსაკუთრებულს არ გრძნობს პატიმრობის შემდეგ პირველი მოგზაურობის გამო.

 ,, ეს ჩემი სამუშაოს ნაწილია, ტაილანდში ოთხ ან ხუთ დღეს გავატარებ, ვესტუმრები ერთერთ ლტოლვილთა ბანაკს.’’- თქვა ბირმელმა ოპოზიციონერმა.

კომენტარები