პოლიციის აკადემია

პოლიციის აკადემიის რექტორად დავით აფრასიძე დაინიშნა

პოლიციის აკადემიის რექტორად შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის უკვე ყოფილი დირექტორი დავით აფრასიძე დაინიშნა.

დავით აფრასიძე შსს-ს არქივს ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ხელმძღვანელობდა. ის წლების მანძილზე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. გარდა ამისა იყო გადაცემის წამყვანი საზოგადოებრივ მაუწყებელზე.

პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორი ხატია დეკანოიძე, დღეს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად დაინიშნა.

დავით აფრასიძე ახალი მოვალეობის შესრულებას უახლოეს პერიოდში შეუდგება.

კომენტარები