განათლების სამინისტრო

ხატია დეკანოიძე: მე ვიქნები მისაღები გამოცდების ხარვეზების გარეშე ჩავლის გარანტი

განათლების სამინისტრომ გამოცდების ჩატარების ახალ მეთოდზე მუშაობა დაიწყო, ე.წ. 8+1 სისტემა აბიტურიენტების უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას, მხოლოდ საატესტატო და უნარ-ჩვევების გამოცდების ჩაბარებით ითვალისწინებს.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მისაღები გამოცდების ხარვეზების გარეშე ჩავლის გარანტი თავად იქნება. რაც შეეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლების ნაწილის მიერ სამსახურის დატოვებას, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ამაში ,,განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ხედავს’’.

,,ვისაც სურს სამსახურში დარჩენა დარჩება. ვისაც არ სურს, რომ ჩვენთან ერთად გააგრძელოს მუშაობა, წავა. ესაა თავისუფალი ადამიანების ქვეყანა, არავინ არავის არაფერს აძალებს. ასე რომ, ამაში განსაკუთრებულ პრობლემას ვერ ვხედავ.’’-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, პოლიციის აკადემიის უკვე ყოფილი რექტორი ხატია დეკანოიძე განათლების მინისტრმა დღეს წარადგინა.

მაია მიმინოშვილის გათავისუფლების შემდეგ გამოცდების ეროვნული ცენტრის 60-მა თანამშრომელმა თანამდებობების დატოვების შესახებ გუშინ განაცხადა. 

კომენტარები