თავისუფლების მედალი

ბობ დილანს თავისუფლების მედალი გადაეცა

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თეთრ სახლში გამართულ ცერემონიალზე შეერთებული შტატების უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო - თავისუფლების მედალი რამდენიმე პოლიტიკოსსა და კულტურის მოღვაწეს გადასცა.

უმაღლესი ჯილდოს ერთ-ერთი მფლობელი მუსიკოსი ბობ დილანი გახდა. პატივი წილად ხვდათ აგრეთვე, აშშ-ს ყოფილ სახელმწიფო მდივანს მადლენ ოლბრაიტს, ისრაელის პრეზიდენტს შიმონ პერესს, ავსტრონავტსა და ყოფილ სენატორს ჯონ გლენს, შეერთებული შტატების უმაღლესი სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს ჯონ პოლ სტივენსენს, ასევე მწერალ ტონი მორისონს, რომელიც 1993 წელს ნობელის პრემიის პირველი აფროამერიკელი მფლობელი გახდა.

თავისუფლების მედალი საზოგადოების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, აშშ-ს უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისათვის და მსოფლიოსათვის გაწეული მხარდაჭერისათვის გაიცემა.

 

კომენტარები