დაღესტანი

დაღესტანში სპორტის მინისტრის მოადგილე მოკლეს

დღეს დაღესტანში სპორტის მინისტრის მოადგილე ნასირ გაჯიხანოვი მოკლეს. თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის სამგზის ჩემპიონი ნასირ გაჯიხანოვი, თავდამსხმელებმა საკუთარ ავტომანქანაში ჩაცხრილეს.

,,ავტომანქანას, რომელსაც ცნობილი მოჭიდავე, დაღესტნის სპორტისა და ფიზიკური კულტურის მინისტრის მაოდგილე ნასირ გაჯიხანოვი მართავდა უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს.’’-განაცხადეს დაღესტნის ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა.

ნასირ გაჯიხანოვი სავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა. მკვლელობის მოტივებსა და თავდამსხმელების ვინაობას პოლიცია იძიებს. 

კომენტარები