იულია ტიმოშენკო

იულია ტიმოშენკოს შესაძლოა კიდევ 4 ბრალდება წაუყენონ

უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს იულია ტიმოშენკოს შესაძლოა კიდევ ოთხი ბრალდება წაუყენონ. როგორც უკრაინის გენერალური პროკურორი ვიქტორ პშონკა აცხადებს, აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.

ვიქტორ პშონკა ექს-პრემიერისთვის დამატებითი ბრალდებების შესაძლო წაყენების შესახებ, კიევში დაფუძნებულ ჟურნალ ფოკუსთან ისაუბრა. გენერალური პროკურორის თქმით, ერთ-ერთი ბრალდება ეხება ტიმოშენკოს საბანკო ანგარიშიდან გადარიცხულ თანხას. როგორც ვიქტორ პშონკა აცხადებს, იულია ტიმოშენკოს მიერ კონტრორილებადი საბანკო ანგარიშებიდან, 2 მილიონი დოლარი გადაირიცხა პარლამენტარ ევგენი შჩერბანის მკვლელობის ორგანიზატორებთან.

ევგენი შჩერბანი და მისი მეუღლე 1996 წელს დონეცკში მოკლეს. გამოძიების ვარაუდით, მკვლელობის მოტივი ენერგორესუსრებზე კონტროლისთვის ბრძოლა იყო.

იულია ტიმოშენკოს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა ოქტომბერში მიესაჯა. უკრაინის ხელისუფლებამ ის ძალაუფელებით ბოროტად სარგებლობაში დაადანაშაულა. 

კომენტარები