რუსეთი

რუსული რუბლი 20%-ით დაეცა

რუსული რუბლი ევროსთან და დოლართან მიმართებაში 20%-ით გაუფასურდა. დოლარის კურსი ამ დროისათვის 33,74 რუბლს შეადგენს, რაც 2009 წლის მაჩვენებელს უახლოვდება.

ექსპერტები რუბლის ვარდნას ევროპის კრიზისსა და ნავთობის ფასების ვარდნასთან ერთად, სპეკულიანტების ქმედებებს უკავშირებენ. მიზეზად ასევე განიხილავენ აშშ-სა და ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელებას.

ანალიტიკოსები ცენტრალური ბანკისგან საგანგებო ქმედებებს მოელიან და აცხადებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთში სერიოზული ეკონომიკური რყევები დაიწყება.

რუსეთის ცენტრალური ბანკი ამ ეტაპზე სიტუაციაში ჩარევას არ გეგმავს და აცხადებს, რომ პროცესების კონტროლი შეუძლია. 

კომენტარები