საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი

დინამო უჰრინებს ჩააბარეს

თბილისის დინამოს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, მომავალ სეზონში კლუბს ჩეხი სპეციალისტები დუშან უჰრინი და მისი შვილი უმცროსი დუშან უჰრინი უხელმძღვანელებენ.

უფროსი დუშან უჰრინი, რომლის თავკაცობით ჩეხეთის ნაკრებმა 1996 წელს ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, 2006-2008 წლებში წვრთნიდა კლუბს. მასთან ერთად დინამომ საქართველოს ჩემპიონის ტიტული ერთხელ მოიპოვა.

უმცროსი უჰრინი მაშობლოში ბოლესლავის მლადას, რუმინეთში კი ტიმიშოარას პოლიტექნიკას წვრთნიდა. ორივე კლუბთან ერთად მან ვიცე-ჩემპიონის ტიტულები მოიგო.

დინამოს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ჩეხ სპეციალისტებთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში დაწვრილებითი ინფორმაცია გავრცელდება.

კომენტარები