თავისუფლების მედალი

ბარაკ ობამამ პოლონელ კოლეგას ბოდიში მოუხადა

0 კომენტარი

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავის პოლონელ კოლეგას ბრონისლავ კომოროვსკის ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც წუხილი გამოთქვა თეთრ სახლში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. სამშაბათს პრეზიდენტის რეზიდენციაში ბარაკ ობამამ რამდენიმე პიროვნებას აშშ-ს უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო, თავისუფლების მედალი გადასცა.

პოლონეთის მთავრობის წარმომადგენლების აღშფოთება ობამას მიერ პოლონეთის წინააღმდეგობრივი მოძრაობის მებრძოლის იან კარსკის დაჯილდოებისას წარმოთქმულმა სიტყვამ გამოიწვია. აშშ-ს პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში „პოლონური სიკვდილის ბანაკები“ ახსენა.

თეთრის სახლის ადმინისტრაციის პრესმდივანმა მოგვიანებით განმარტა, რომ შეერთებული შტატების პირველმა პირმა სიტყვით გამოსვლისას მეორე მსოფლიო ომის დროს ოკუპირებული პოლონეთის ტერიტორიაზე გერმანიის მიერ განლაგებული ბანაკები იგულისხმა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკიმ აღნიშნული საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ აშშ–ს პრეზიდენტის წინდაუხედავმა ნაბიჯმა შესაძლოა შეერთებული შტატების რეპუტაციაზე იმოქმედოს.

გავრცელებული ცნობით, ბარაკ ობამას მიერ გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით ბრონისლავ კომოროვსკიმ კმაყოფილება გამოთქვა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: 4 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოვიღეთ, დაკავებულია 1 პირი (VIDEO)

კომენტარები