რუსეთი

რუსეთის პრეზიდენტის ადამიანის უფლებების მრჩეველთა საბჭო რამდენიმე წევრმა დატოვა

0 კომენტარი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და ადამიანის უფლებების საბჭო რამდენიმე წევრმა დატოვა.

ამის შესახებ განცხადება საბჭოს თავმჯდომარემ მიხაილ ფედოტოვმა გააკეთა.

BBC - ის ინფორმაციით, იმ ადამიანებს შორის, რომელთაც ვლადიმირ პუტინთან მუშაობაზე უარი საჯაროდ თქვეს, უფლებების დამცველები სვეტლანა განუშკინა, ალექსანდრ აუზანი და ალექსეი სიმონოვი, ჟურნალისტი ლეონიდ რადზიხოვსკი, პოლოტოლოგები ემილ პაინი და ტატიანა მალეევა არიან.

”ყველა ხედავს, თუ როგორი კანონი ამოქმედდა მიტინგებთან დაკავშირებით, ჩვენ ვხედავთ აგრეთვე, პოლიტიკურ სიტუაციას. ჩვენს რჩევებს არავინ ითვალისწინებს.” - აღნიშნა Интерфакс - თან საუბარში სვეტლანა განუშკინამ.

უფრო ადრე საბჭო ეკონომისტმა ირინა იასინმა, ჟურნალისტმა სვეტლანა სოროკინმა და პოლიტილოგმა დმიტრი ორეშკინმა დატოვეს.

”დეკორაციის სტატუსით მოღვაწერობა ჩემთვის არაა საინტერესო.” - განაცხადა BBC -სთან საუბარში ორეშკინმა.

მიხაილ ფედოტოვის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტთან არსებული სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და ადამიანის უფლებების საბჭოდან 20 თანამშრომელზე მეტი წავა, იგი თანამდებობას დატოვებს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები