ედუარდ ჰილი

გუშინ ღამით ედუარდ ჰილი გარდაიცვალა

გუშინ ღამით, სანქტ-პეტერბურგში, საბჭოთა კავშირის ცნობილი მომღერალი ედუარდ ჰილი გარდაიცვალა. 78 წლის რუსი მომღერალი გადატანილი ინსულტის შემდეგ საავადყოფოში იყო მოთავსებული.

საბჭოთა კავშირში აღიარებული მომღერალი, ინტერნეტში მისი ვიდეორგოლის განთავსების შემდეგ, პოპულარული საერთაშორისო მასშტაბითაც გახდა. ინტერნეტსივრცეში ცნობილ ჰიტს ,,მოხარული ვარ რომ შემიძლია სახლში დაბრუნება’’ აშშ-ში ,,ტროლოლო’’ უწოდეს, რის შემდეგაც თავად მომღერალს მისტერ ტროლოლო შეერქვა.

ედუარდ ჰილს 7 ივნისს სანქტ-პეტერბურგში, სმოლენსკის სასაფლაოზე დაკრძალავენ. 

კომენტარები