სირიის რეჟიმი

სირიის მთავრობამ ქვეყნიდან დასავლეთის სახელმწიფოების ელჩები გაიწვია

სირიის მთავრობის წარმომადგენლებმა განცხადება გააკეთეს, რომლის თანახმადაც, დასავლეთის სახელმწიფოების რამდენი ელჩი ქვეყანას ტოვებს. 

BBC - ის ინფორმაციით, სირიის მთავრობის წევრებმა დესპანებს ”არასასურველი პიროვნებები” უწოდეს. გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნიდან გაწვეულ 17 დიპლომატს შორის აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და თურქეთის ელჩებიც არიან.

სირიის ქალაქ ხულაში განხორციელებული მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი მკვლელობის შემდეგ აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა ქვეყნებიდან სირიელი ელჩები და დიპლომატები გაიწვიეს.

სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ასადისა და ოპოზიციური პარტიების სამხედრო ძალებს შორის შეტაკებები არ წყდება. უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში განხორციელებულ დაბომბვებს ათობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

კომენტარები