ჰილარი კლინტონი

"საუკეთესო, რაც საქართველომ შეიძლება გააკეთოს, თავისუფალი არჩევნების ჩატარებაა"

საუკეთესო, რაც საქართველომ შეიძლება გააკეთოს უსაფრთხოების, დემოკრატიულობისა და საერთაშორისო რეპუტაციის გაზრდისთვის, არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა საქართველოს საზღვრებთან და ოკუპირებულ რეგინებში დაგეგმილი რუსული სამხედრო მანევრების კავკასია-2012-სდ კომენტირებისას განაცხადა.

"რა თქმა უნდა, იქნება სამხედრო ვარჯიშები, მანევრები, მაგრამ მნიშვნელოვანი მოვლენები შემოდგომაზე მოხდება თავად საქართველოში და ქართველმა ხალხმა ძლიერი მესიჯი უნდა გაუგზავნოს ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოში ამ არჩევნებით", - აღნიშნა მან და დასძინა, რომ აშშ გაგრძელებს კონსულტაციებს საქართველოს ხელისუფლებასთან.

კლინტონი დარწმუნებულია, რომ 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ყველაფერი ქართველ ხალხზე იქნება დამოკიდებული.

"მჯერა, რომ ეს იქნება ძალიან დიდი ინდიკატორი იმ პროგრესისა, რაც საქართველომ განიცადა დემოკრატიის გზაზე. საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს ჩვენ გამოვთქვით იმედი, რომ ეს იქნება სამოდელო და სანიმუშო არჩევნები ამ გარემოში", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

კლინტონმა მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, გამოგზავნოს დამკვირვებლები, რადგან, მისივე თქმით, გამჭვირვალობისა და სამართლიანობისთვის მონიტორინგი აუცილებელი პროცესია.

როგორც, თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, აშშ-ის პოლიტიკამ საშუალება მისცა ქართულ დემოკრატიას, უდიდესი დაბრკოლებები გადაელახა და შთამბეჭდავი შედეგებისთვის მიეღწია.

"ყოველთვის იყავით მნიშვნელოვანი მეგობარი ქართველი ხალხის და მინდა ამ ხალხის სახელით დიდი მადლიერება გამოვხატო თქვენს მიმართ და მუდმივი მხარადჭერისთვის ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატიისადმი", - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ჰილარი კლინტონს.

პრეზიდენტის თქმით, შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ლეგიტიმური საზღვრების ფარგლებში მნიშვნელოვანია.

მის განცხადებჳთ, „ხელისუფლებას აქვს მტკიცე ნება, არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად. ეს არჩევნები ქართველი ხალხის მტკიცე ნებას წარმოაჩენს“.

 

კომენტარები