ევროპა

ტრანსპარენსი ინტერნეიშენალმა ევროპაში კორუფციის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

დღეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ტრანსპარენსი ინტერნეიშენალმა ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც განხილულია კორუფციის თემა ევროპაში.

ორგანიზაციამ სულ 25 ქვეყნის 300 დაწესებულება გამოიკვლია.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ფინანსური და პოლიტიკური სკანდალები, მმართველობაში არსებულმა ხარვეზებმა გამოიწვია.

ტრანსპარენსი ინტერნეიშენალი პოლიტიკურ პარტიებს, ბიზნესმენებსა და საჯარო სამსახურებს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ მათ მექრთამეობის წინააღმდეგ ბრძოლას თავი ვერ გაართვეს, მაშინ როდესაც სახელმწიფო აუდიტორებმა, საარჩევნო კომისიებმა და ომბუდსმენებმა ამ მხრივ საუკეთესოდ იმუშავეს.

ანგარიში ინდივიდუალურად წარმოაჩენს ცალკეული ქვეყნების ძლიერ და სუსტ მხარეებს და ამასთანავე აღნიშნავს სხვადასხვა ქვეყნების საერთო პრობლემებს. კვლევის მიხედვით, 25-იდან 19 ქვეყანაში არ არის დარეგულირებული ლობისტური საქმიანობა და მხოლოდ 10 ქვეყანაშია აკრძალული დაფარული პოლიტიკური დონაცია.

ტრანსპარენსი ინტერნეიშენალი ევროპის კანონმდებლებს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ ევროპის ქვეყნებში მეტი გამჭვირვალობის მიღწევას.

 

კომენტარები