ჩინეთი

ჩინეთის დიდი კედლის სიგრძე 2,5-ჯერ გაიზარდა

0 კომენტარი

ჩინეთის კულტურული მემკვიდრეობის საქვეყნოდ ცნობილი სიმბოლო - ჩინეთის დიდი კედელი გაცილებით ფართო მასშტაბის აღმოჩნდა, ვიდრე წლების განმავლობაში მიიჩნეოდა. ქვეყნის მთავარი საინფორმაციო სააგენტოს, სინხუას ცნობით, კედლის სიგრძე 21,169 კილომეტრს შეადგენს.

2009 წელს ჩატარებული კვლევების თანახმად, მიიჩნეოდა, რომ თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრებათაგანი 8,85 ათასი კილომეტრის სიგრძის იყო. გამოცემის ცნობით, კედლის მასშტაბის შესახებ ამჟამად არსებული ინფორმაცია საბოლოოა.

ადამიანის ხელით აგებული მსოფლიოში ყველაზე დიდი ქმნილების მშენებლობა ჩინეთში ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნეში სამხედრო თავდაცვის მიზნით დაიწყეს. ექსპერტების ცნობით, ჩვენამდე პირველანდელი სახით დიდი კედლის მხოლოდ 8,2-მა პროცენტმა მოაღწია. ნაგებობის დანარჩენი ნაწილი დროთა განმავლობაში დაზიანდა.

1987 წელს ჩინეთის დიდი კედელი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანეს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები