Freedom House

Freedom House-ის მიხედვით საქართველო ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნების კატეგორიაშია

Freedom House-მა ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველო კვლავ ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნების კატეგორიაში მოხვდა.

ანგარიში სახელწოდებით ,,სახელმწიფოები გარდამავალ პერიოდში’’, ეხება აღმოსავლეთ ევროპის, პოსტსაბჭოთა სივრცისა და ბალკანეთის 29 ქვეყანას და მოიცავს 2011 წლის მონაცემებს.

კვლევის მიხედვით, 7 ქულიანი შკალიდან, სადაც 1 ქულა საუკეთესო მაჩვენებელია, ხოლო 7 ავტორიტარიზმის ნიშანი, საქართველოში დემოკრატიის დონე 4,82 ქულით შეფასდა. ამ მაჩვენებლით საქართველო კვლავ ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიაში მოხვდა.

ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე ალბანეთია, მეორეზე - ბოსნია და ჰერცოგოვინა, ხოლო მესამე ადგილზე საქართველო და უკრაინა  მოხვდნენ -4,82 ქულით.

სრულად დემოკრატიული ქვეყნების რეიტინგში სლოვენია ლიდერობს 1,89 ქულით, ხოლო ნახევრად დემოკრატიული ქვეყნების სიას სათავეში ბულგარეთი უდგას.

კვლევის მიხედვით,  ყველაზე ავტორიტატული რეჟიმის ქვეყანა უზბეკეთია-6,39 ქულით. ხოლო ნახევრად ავტორიტარული ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილზე კოსოვო და სომხეთი მოხვდნენ. 

სრულად ავტორიტარული რეჟიმის ქვეყნების კატეგორიაში მოხდნენ რუსეთი - 6,18 ქულითა და აზერბაიჯანი - 6,57 ქულით. 

კომენტარები