აშშ არჩევნები

რომნიმ წინასაარჩევნო კამპანიისთვის ობამაზე მეტი თანხა შეაგროვა

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა მით რომნიმ თავისი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის სხვადასხვა შემოწირულობებით შეერთებული შტატების ამჟამინდელ პირველ პირზე, ბარაკ ობამაზე თითქმის 17 მილიონი დოლარით მეტის შეგროვება შეძლო.

კანდიდატების წინასაარჩევნო შტაბების მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, მასაჩუსეტსის ყოფილმა გუბერნატორმა და რესპუბლიკელებმა მაისში 76, 8 მილიონი დოლარი შეაგროვეს, ობამამ და დემოკრატიულმა პარტიამ კი - 60.

მიღებული შემოწირულობების მაჩვენებლით აშშ-ის პრეზიდენტი კონკურენტს ჯორჯ კლუნის მიერ ობამას მხარდასაჭერად მაისში გამართულ ღონისძიებაზე შეგროვებული 15 მილიონი დოლარის მიუხედავადაც ჩამორჩა.

”ჩვენ მიერ მიღწეული შედეგები იმის ნიშანია, რომ ამერიკელები დაიღალნენ ბარაკ ობამას მიერ მიცემული დაპირებების დარღევით. მათ სურთ, რომ თეთრ სახლში ცვლილებები განხორცილედეს.” - განაცხადა რესპუბლიკური პარტიის კომიტეტის წარმომადგენელმა.

გასულ თვეში მით რომნიმ ტეხასის შტატში გამართულ პრაიმერიში გამარჯვების მოპოვებით საჭირო ხმების რაოდენობა მოაგროვა იმისათვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატობის ნომინაციაზე ოფიციალურად წარადგინოს თავი.

 

კომენტარები