ივანიშვილი პოლიტიკაში

ეკატერინე ხვედელიძე ივანიშვილის ლიკვიდაციის საფრთხეზე

ეკატერინე ხვედელიძე ქუთაისში ქართული ოცნების აქციას არ დაესწრება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია მაესტროს ეთერში, გადაცემაში „ჩვენ“ სტუმრობისას განაცხადა. მიზეზად ხვედელიძე ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციის საშიშროებას ასახელებს. თუ ღმერთმა არ ქნა და ბიძინამ პოლიტიკური მოვაწეობა ვერ განაგრძო, მე ვიტვირთებ და მე გავაგრძელებ - აცხადებს ხვედელიძე.

 ის განმარტავს, რომ თავიდანვე გაცნობიერებული ჰქონდათ, რა საფრთხეები ახლდა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას. თუმცა, 27 მაისის აქციამ და მისმა მუხტმა ეს საფრთხე გაზარდა და უფრო რეალური გახადა. მისი თქმით სიტუაციის სერიოზულობას ახლა ყველა ხედავს.

 ქართული ოცნების აქცია ქუთაისში, 10 ივნისსს, საღამოს 6 საათზე გაიმართება.

 

კომენტარები