ჯეიმს აპატურაი

ჯეიმს აპატურაი: მომავალი არჩევნები საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება

დღეს საქართველოს NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკიასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი ეწვია. მისი პირველი შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძესთან შედგა, რის შემდეგაც ჯეიმს აპატურაიმ, ვიცე-პრემიერთან ერთად NATO-ს კვირეული ოფიციალურად გახსნა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ჯეიმს აპატურაიმ ხაზი გაუსვა მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობას, საქართველოს დემოკრატიისათვის. მან ასევე აღნიშნა, რომ ქართველი სამხედროების მონაწილეობა ავღანეთის ოპერაციაში, საქართველოს მიერ  NATO-ს საქმიანობაში შეტანილი დიდი წვლილია და მწუხარება გამოთქვა ავღანეთში დაღუპული 16 ქართველი სამხედრო მოსამსახურის გამო.

,,საქართველო არა მარტო იღწვის იმისთვის, რომ NATO-ს წევრი გახდეს, არამედ შესაბამისად მუშაობს და მოქმედებს აღნიშნულ ასპარეზზე, რათა გაწევრიანდეს NATO-ში. მისასალმებელია, რომ საქართველოს მოსახლეობა არა მარტო ისწრაფვის ამ მიზნის მისაღწევად, იმავდროულად აცნობიერებს კიდეც იმას, რას წარმოადგენს NATO. ‘’-განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ჯეიმს აპატურაიამ ასევე ისაუბრა ჩიკაგოს სამიტის გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მთლიანობში დადებითი იყო.

,,საქართველო მნიშვნელოვანი ერთეულია და ეს დადასტურდა ჩიკაგოს სამიტის გადაწყვეტილებებშიც. საქართველოს ხელისუფლება მომავლისკენ იყურება, რაც ერთობლივ კომუნიკეში აისახა, მომავალი საპარლამენტიო და საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს დემოკრატიისთვის მნიშნელოვანი ტესტი და გამოცდა იქნება.’’-აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.

 

 

 

კომენტარები