დავით საყვარელიძე

დავით საყვარელიძე პოლიტიკაში მიდის

საქართველოს მთავარი პროკურორის უკვე ყოფილი პირველი მოადგილე, დავით საყვარელიძე პოლიტიკაში მიდის. ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, თავად დავით საყვარელიძემ დაადასტურა.

დავით საყვარელიძე აღნიშნავს, რომ მის გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული არაფერი არ არის, რადგან თავისი მისია პროკურატურაში ფაქტობრივად ამოწურა.

,,დიდი განსხვავება არ იქნება ჩემი პოლიტიკაში გადასვლით, იმიტომ რომ მთავარი ის კი არაა, სად იქნება მაღალჩინოსანი, არამედ ის, რომ მან თავისი რესურსი და გამოცდილება სათანადოდ გამოიყენოს.’’-განაცხადა დავით საყვარელიძემ.

მისივე თქმით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი იყრის თუ არა ის კენჭს, როგორც ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პალე კუბლაშვილმა, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის  თანამდებობიდან გადადგომა შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, დავით საყვარელიძის უნარ-ჩვევები ,,საკანონმდებლო ორგანოს წაადგება''.

დავით საყვარელიძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ბრძანებას მისი გათავისუფლების შესახებ, იუსტიციის მინისტრმა დღეს მოაწერა ხელი. 

კომენტარები