ივანიშვილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილი 126 მილიონი ლარით დაჯარიმდა

0 კომენტარი

კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშილი 126 მილიონი ლარით დაჯარიმდა, ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

კონტროლის პალატის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმების მიზეზი, მისი მხრიდან ,,გლობალ კონსალტინგ გრუპის’’ რესურსების საარჩევნო მიზნებით გამოყენება გახდა. კერძოდ, ათეულობით ათასი სატელიტური ანტენა მოსახლეობას უსასყიდლოდ დაურიგდა.

მონიტორინგის სამსახურის ცნობით, ამ ქმედებით ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა 12 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულობა და ამ თანხის ათმაგი ოდენობით დაჯარიმდა.

ქართული ოცნების ლიდერის ადვოკატები გადაწყვეტილებას პოლიტიკური ნიშნით მიღებულად თვლიან და მის გასაჩივრებას ყველა ინსტანციაში, მათ შორის ევროსასამართლოშიც აპირებენ.

ბიძინა ივანიშილმა დაკისრებული ჯარიმა 7 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები