ნობელის პრემია

ნობელის პრემია 20%-ით მცირდება

ჯილდო, რომელსაც ნობელის პრემიის ლაურეატები იღებენ, 20%-ით შემცირდა და 2012 წლისთვის იგი 1,1 მილიონ დოლარს შეადგენს.

ნობელის კომიტეტის ვებვერდზე განთავსებული განცხადების თანახმად, მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული პრემიის ლაურეატების ჯილდოს შემცირება  2011 და წინა წლებში მიღებულმა ფინანსურმა დანაკარგმა გამოიწვია.

გარდა ჯილდოსი, შემცირდება აგრეთვე, თანხის რაოდენობაც, რომელიც ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიისთვისაა განკუთვნილი.

ნობელის პრემიის საერთო ფონდი მისი დამფუძნებლის, შვედი ინჟინრის ალფრედ ნობელის სიკვდილის შემდეგ დარჩენილი კაპიტალისგან შედგება.

აღნიშნული პრემია ფიზიკის, ქიმიის, მედიცინის, ფიზიოლოგიის,ლიტერატურის, აგრეთვე, ეკონომიკის დარგში მნიშვნელოვანი და უახლესი მიღწევებისათვის გაიცემა. პრემია შედგება ოქროს მედლისგან, რომელზეც გამოსახულია ნობელი, დიპლომისა და ფულადი თანხის ჩეკისგან. თანხის ოდენობა განისაზღვრება ნობელის პრემიის ფონდის შემოსავლით.

 

კომენტარები