რუსეთი

რუსეთში ოპოზიციის მორიგი საპროტესტო აქცია სავარაუდოდ 7 ოქტომბერს გაიმართება

რუსეთის ოპოზიციის მიერ ორგანიზებული მსვლელობა ”მილიონიანი მარში”, რომლის მთავარი ლოზუნგია ” სრული ძალაუფლება ხალხს,” სახაროვის გამზირზე ამ წუთებში მიმდინარეობს.

”მემარცხენე ფრონტის” ლიდერმა, სერგეი უდალცოვმა სიტყვით გამოსვლისას შეკრებილ საზოგადოებას მორიგი მასშტაბური მიტინგის გამართვა 7 ოქტომბერს შესთავაზა. მან აგრეთვე, განაცხადა, რომ საპროტესტო აქციებისას დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების მოთხოვნით მოსკოვში სახალხო სეირნობები გაიმართება.

აქციის მონაწილეებს სიტყვით რუსეთის ყოფილმა პრემიერმა, მიხაილ კასიანოვმაც მიმართა. მან ქვეყნის ხელისუფლებას გადადგომისაკენ მოუწოდა.

მოსკოვის პოლიციის შეფასებით, აქციაში 20 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს, ოპოზიციონერების განცხადებით, კი მათი რაოდენობა 50 ათასია.

 

კომენტარები