Artroad

ხვალ ხელოვნების ცენტრ Artroad - ის პრეზენტაცია გაიმართება

ხვალ, 13 ივნისს, 20:00 საათზე სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება ხელოვნების ცენტრის პროექტის Artroad პრეზენტაცია და კინოთეატრის გახსნა.

სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის ბაზაზე შექმნილი ხელოვნების ცენტრი Artroad, რომელიც ხელოვნების თითქმის ყველა დარგს აერთიანებს, მიზნად ახალგაზრდებისთვის ხელოვნების ერთიანი სივრცის და მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზებას ისახავს. პროექტი პირველი მსგავსი ინიციატივაა და უნიკალურია რეგიონის მასშტაბით.

ცენტრის შენობაში განთავსდება კინოკლუბი, თეატრი, ხელოვნების კლუბი და ფროდაქშენ სტუდია. Artroad ღიაა თანამშრომლობისთვის მუსიკოსებთან და ხელოვნების ყველა სხვა დარგის ახალგაზრდა წარმომადგენელთან.

პროექტის პრეზენტაციის ფარგლებში დაგეგმილია კონცერტი ღია ცის ქვეშ, რომელზეც სოციალური მედიის გამოკითხვების ლიდერი ბენდები - ZURGI და LOUDspeakers დაუკრავენ. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. აგრეთვე, გაიმართება ფოტოხელოვანი მარიამ სიჭინავას (VOGUE, NEW YORK MAGAZINE, "30 UNDER 30" 2012 წლის რჩეული) საქართველოში პირველი პერსონალური გამოფენა.

 

კომენტარები